Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვანუატუს მიერ აფხაზეთის სახელმწიფოდ აღიარება უარყო. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ვანუატუს ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას აპირებდა, ან აპირებს. ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარების შესახებ მაისის ბოლოს განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ. მოგვიანებით ქართულმა ტელეარხებმა გაავრცელეს გაეროში ვანუატუს მუდმივი წარმომადგენლის უარყოფა. ამ ინფორმაციის შემდეგ, ღვინჯიამ განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ელჩი ინფორმირებული არ არის, რადგან აფხაზეთისა და ვანუატუს პრემიერ-მინისტრებმა 23 მაისს მოაწერეს ხელი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებს.
XS
SM
MD
LG