Accessibility links

logo-print

ევროკავშირი საგანგებო შეხვედრაზე განიხილავს იკოლის ბაქტერიის პრობლემას


ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრები საგანგებო შეხვედრას გამართავენ ევროპაში იკოლის ბაქტერიის გავრცელების გამო ბოსტნეულის მწარმოებელთა დაზარალების პრობლემაზე მოსალაპარაკებლად. ოფიციალური მონაცემები არ გავრცელებულა, მაგრამ ესპანეთში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიები ასობით მილიონი ევროთი დააზარალა თავდაპირველად გამოთქმულმა არასწორმა ვარაუდმა, თითქოს იკოლის ეპიდემია ესპანეთში მოყვანილი კიტრით იყო გამოწვეული. გერმანიაში ამჟამად განიხილავენ ვერსიას, რომ ინფექციის წყაროა გერმანიაში მოყვანილი ლობიოს ღივები. ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრები სამშაბათს, ლუქსემბურგში დანიშნულ შეხვედრაზე განიხილავენ ბოსტნეულის მწარმოებლებისათვის კომპენსაციის გამოყოფის საკითხსაც. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპის ცენტრის ბოლო მონაცემებით, იკოლის ინფექციამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 2000-მდე ადამიანი დააავადა.
XS
SM
MD
LG