Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტროს-კანი უარყოფს სექსუალური ძალადობის ბრალდებას


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, დომინიკ სტროს-კანი თავს უდანაშაულოდ ცნობს მისთვის წაყენებულ, სექსუალური ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ სტროს-კანმა განაცხადა ნიუ-იორკის სასამართლოში, სადაც მას შვიდი მუხლით, მათ შორის გაუპატიურების მცდელობის ბრალდების გაასამართლებენ. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ 14 მაისს სტროს-კანმა ნიუ-იორკში სასტუმროს მოსამსახურე ქალის გაუპატიურება სცადა. დაპატიმრების შემდეგ სტროს-კანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა და ამჟამად ნიუ-იორკში შინა პატიმრობაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG