Accessibility links

აჰმადინეჟადმა გადადო სომხეთში ვიზიტი


გადაიდო სომხეთში ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ვიზიტი, რომელიც ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. თეირანმაც და ერევანმაც დაადასტურეს, რომ ვიზიტი გადადებულია, თუმცა მიზეზი, ან ვიზიტის ახალი თარიღი არ დასახელებულა. აჰმადინეჟადის სტუმრობისას დაგეგმილი იყო შეხვედრები უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებასა და ვაჭრობის გააქტიურებაზე მოსალაპარაკებლად. სომხეთის პრეზიდენტი მარტში ეწვია თეირანს და ნოვრუზის
დღესასწაულს დაესწრო.
XS
SM
MD
LG