Accessibility links

logo-print

საქართველოს შსს-ის განცხადებით, მან ტერაქტის მორიგი მცდელობა აღკვეთა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისმა თანამშრომლებმა აღკვეთეს ტერორისტული აქტის განხორციელების მორიგი მცდელობა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა მცხეთის რაიონში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც თან ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება. პოლიციამ ეს ნივთიერება ამოიღო და წყლის ჭავლის სპეციალური დანადგარით გააუვნებელყო. როგორც შსს-ის განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებული პირის, ბადრი გოგიაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ მას თბილისში, ნატოს სამოკავშირეო ოფისთან უნდა აეფეთქებინა ბომბი, რომელიც გოგიაშვილს ახალგორში გადასცეს. ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის მას 2000 ამერიკულ დოლარს დაჰპირდნენ. განცხადებაში ტერორისტული აქტის დამკვეთებად მოიხსენიებენ ახალგორში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილე ალექსეი სოკოლოვს, ახალგორის სამმართველოს მილიციის უფროს ვლადიმერ ფუხაევსა და ახალგორის სამმართველოს მილიციის თანამშრომელ ვოვა კიბილოვს.
XS
SM
MD
LG