Accessibility links

logo-print

სირიიდან განსხვავებული ცნობები მოდის სისხლიანი ინციდენტის შესახებ


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, უსაფრთხოების ძალების 120 წევრი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ჯისრ ალ-შუღურში, შეიარაღებულ პირებთან მომხდარ შეტაკებაში. შინაგან საქმეთა მინისტრ იბრაჰიმ შაარის განცხადებით, მთავრობას „გაჩუმება არ შეეძლო“ და „გადამწყვეტი“ ზომები უნდა მიეღო სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლების მიმართ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეტაკებები გრძელდება. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ აქტივისტები - მათი თქმით, პოლიციის ადგილობრივ შტაბ-ბინაში ამბოხება მოხდა, და უსაფრთხოების ძალების წევრებმა ის პოლიციელები დახოცეს, რომლებმაც უარი თქვეს დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნაზე. დამოუკიდებლად არც ოფიციალური განცხადების და არც აქტივისტების ვერსიის გადამოწმება ხერხდება, ვინაიდან მთავრობა მკაცრად ზღუდავს უცხოური მედიის მუშაობას. დადასტურების შემთხვევაში ეს ყველაზე სისხლიანი ინციდენტი იქნება მას შემდეგ, რაც მარტში პრეზიდენტ ბაშარ ასადის საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო.
XS
SM
MD
LG