Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ იემენში ხელისუფლების „დაუყოვნებელი“ ცვლილების მოწოდებით გამოდის


თეთრი სახლი იემენში ხელისუფლების „დაუყოვნებელი“ ცვლილების მოწოდებით გამოვიდა - მას შემდეგ, რაც იემენის დაჭრილი პრეზიდენტი, ალი აბდულა სალეჰი საუდის არაბეთში ჩავიდა სამკურნალოდ. სალეჰი პარასკევს დაიჭრა, საპრეზიდენტო სასახლეზე მიტანილი იერიშის დროს. იამენში უკვე რამდენიმე კვირაა მასობრივი გამოსვლებია. დემონსტრანტები სალეჰის 33-წლიანი პრეზიდენტობის დასრულებას მოითხოვენ. გამოსვლები შეიარაღებულ კონფლიქტში გადადის. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯეი კარნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, იემენში ხელისუფლების სწრაფი შეცვლა ამ ქვეყნის ხალხისთვის იქნებოდა სასიკეთოო. კარნიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი მხარს ისეთ შეთანხმებას დაუჭერს, რომელიც რეჟიმს მშვიდობიანად დაასრულებდა. დღეს უფრო ადრე იემენის ოპოზიციამ მხარი დაუჭირა ხელისუფლების სადავეების გადაცემას ვიცე-პრეზიდენტისთვის, აბედ რაბო მანსურ ჰადისთვის - რომელიც ახლა დროებით ასრულებს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას, მას შემდეგ რაც სალეჰი საუდის არაბეთში გაემგზავრა სამკურნალოდ.
XS
SM
MD
LG