Accessibility links

ომბუდსმენი: 26 მაისის მოვლენებისას დაკარგულები იზოლატორებში იპოვეს


საქართველოს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა დაადგინეს ყველა იმ პირის ადგილსამყოფელი, რომელთაც 26 მაისის მოვლენების შემდეგ ახლობლები დაკარგულებად მიიჩნევდნენ და დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართეს. "მათ შეფარდებული აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა სხვადასხვა ვადით. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მომართვის შემდეგ ამა თუ იმ პირის ადგილსამყოფელი ვერ დაგვედგინოს", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა. რაც შეეხება დაკარგულთა 60-კაციან სიას, რომელიც პრესით ვრცელდება, გიორგი ტუღუშის განცხადებით, ვერ დაადგინეს მათი ახლობლების საკონტაქტო მონაცემები და, შესაბამისად, ძებნას ვერ დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG