Accessibility links

logo-print
გადაუღებელი წვიმების შედეგად ზარალი მიადგა საქართველოს რამდენიმე რაიონს. ახალგორში დაიტბორა სახლები და ბაღები. წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დუშეთის რაიონში ხიდები წაიღეს. საგარეჯოს რაიონში კი წვიმამ რამდენიმე სოფელი დატბორა. განსაკუთრებული ზარალი მიადგა გიორგიწმინდას, ანთოკისა და თოხლიაურის მოსახლეობას. ადიდებულმა მდინარე წითლისხევმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და შეფერხებულია გადაადგილება.
XS
SM
MD
LG