Accessibility links

logo-print

თამარ ჩუგოშვილი: კვლავ არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელი დაუდგენელია


სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, მისი აპარატის თანამშრომლებმა დროებითი დაკავების იზოლატორებში მიაკვლიეს ყველა იმ პირს, რომლებსაც ახლობლები 26 მაისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნევდნენ და დახმარებისთვის ომბუდსმენს მიმართეს. ტუღუშის ცნობით, იზოლატრებში მყოფ მოქალაქეებს შეფარდებული აქვთ სხვადასხვა ვადის ადმინისტრაციული პატიმრობა. რაც შეეხება დაკარგულად მიჩნეული 60-მდე ადამიანის სიას, რომელიც პრესით ვრცელდება, ომბუდსმენის განმარტებით, მათ ახლობლებს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მიუმართავთ, საკონტაქტო მონაცემები ვერც აპარატმა დაადგინა და შესაბამისად, ძებნას ვერ დაიწყებდა. ინფორმაციას 26 მაისის შემდეგ დაკარგულად მიჩნეული მოქალაქეების შესახებ, მათი ახლობლების მიმართვის საფუძველზე ფლობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მისი თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გაუჩინარებულთა სიაში დასახელებული ადამიანების ნაწილს იზოლატორებში მიაკვლიეს, თუმცა კვლავ არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია.
XS
SM
MD
LG