Accessibility links

logo-print

”კომერსანტი”: ვანუატუმ და აფხაზეთმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს


ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარების დასადასტურებლად დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ შესაბამისი დოკუმენტის ასლი გაუგზავნა რუსულ გაზეთ ”კომერსანტს,” რომელმაც ფაქსიმილე დღევანდელ ნომერში გამოაქვეყნა. გაზეთის განმარტებით, ვანუატუს და აფხაზეთის პრემიერ-მინისტრების სატო კილმანისა და სერგეი შამბას მიერ 23 მაისს ხელმოწერილი შეთანხმებით მტკიცდება, რომ მათ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს. ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარება ოფიციალურად არ დასტურდება. მანამდე გაეროში ვანუატუს მუდმივმა წარმომადგენელმა დონალდ კალპოკასმა უარყო, რომ მისმა ქვეყანამ აფხაზეთი სახელმწიფოდ სცნო. გაზეთი ”კომერსანტი” დღეს იუწყება, რომ ინფორმაციის დასაზუსტებლად მიმართა ვანუატუს ელჩს, რომელმაც კომენტარზე უარი თქვა და მიზეზად გადატვირთული გრაფიკი დაასახელა.
XS
SM
MD
LG