Accessibility links

logo-print

საქართველო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას


საქართველოს ხელისუფლებას აქვს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საოკუპაციო ხელისუფლების მხარდაჭერით საქართველოში ტერაქტებს გეგმავდნენ - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისივე შეფასებით, რუსეთი საქართველოსთან მიმართებით საკმაოდ სახიფათო პრაქტიკას ნერგავს. მანჯგალაძის თქმით, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, გამოიყენოს რუსეთზე ეფექტურად ზემოქმედების ყველა საშუალება. შეგახსენებთ, რომ გასული 5 დღის განმავლობაში შსს-მ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსი ოფიცრების მიერ დაგეგმილი 2 ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა.
XS
SM
MD
LG