Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის წარმომადგენელი ლიბიაში ჩავიდა


რუსეთის წარმომადგენელი დღეს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ჩავიდა ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად მაშინ, როცა დედაქალაქ ტრიპოლიში ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის რეზიდენცია დაიბომბა. საჰაერო თავდასხმა ნატოს საბრძოლო თვითმფრინავებმა განახორციელეს. აფრიკაში რუსეთის საგანგებო წარგზავნილი, მიხაილ მარგელოვი ბენღაზის ეწვია დროებითი ეროვნული საბჭოს წევრებთან მოსალაპარაკებლად. რუსი დიპლომატის ვიზიტამდე ბენღაზიში ჩინეთის წარმომადგენელი იყო ჩასული. ჩინეთი და რუსეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც თავი შეიკავეს გაეროს უშიშროების საბჭოში მარტში გამართული კენჭისყრისას. ამ კენჭისყრის შედეგად მიიღეს რეზოლუცია, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება ნატოს საჰაერო ოპერაციები ლიბიელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ კადაფის ჯარების ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG