Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია პოტაშის საწარმოს გაყიდვას აპირებს


გავრცელებული ინფორმაციით, ბელორუსია აწარმოებს მოლაპარაკებას თავისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საწარმოს, პოტაშის (კალიუმის კარბონატის) მწარმოებელი „ბელარუსკალის“ გაყიდვის საკითხზე. გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, „ბელორუსკალი“, რომელზეც მსოფლიოში პოტაშის სასუქის წარმოების, დაახლოებით, მესამედი მოდის, შესაძლოა, 20 მილიარდამდე ევრო ღირდეს. გაზეთი პოტენციურ მყიდველებსაც ასახელებს - რუსეთსა და ჩინეთს. ცნობა გავრცელდა მას შემდეგ, რაც ბელორუსია დათანხმდა მილიარდობით დოლარის ღირებულების სახელმწიფო ობიექტების პრივატიზებას კრედიტის სახით 3 მილიარდი დოლარის მისაღებად. ამ კრედიტს ის რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ფონდისაგან იღებს.
XS
SM
MD
LG