Accessibility links

აშშ-მა საქართველოს არმიას დაჯავშნული მანქანები აჩუქა


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს 40 ერთეული "ჰამერის" ტიპის მანქანა გადასცა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. "ჰამერების" გადაცემის ცერემონიას, რომელიც კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში კენტ ლოგსდონი. როგორც სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, M1151 ტიპის (30ცალი) და M1151A1 ტიპის ჯავშნიანი (10 ცალი) მანქანები გამოყენებულ იქნება სამშვიდობო მისიისთვის მოსამზადებელ წვრთნებში. მანქანებს ის ბატალიონი გამოიყენებს, რომელიც გაემგზავრება ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მიერ წარმოებულ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. წვრთნების დასრულების შემდეგ სამხედრო ტექნიკა საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება.
XS
SM
MD
LG