Accessibility links

logo-print

ლაშა ჩხარტიშვილმა იზოლატორში შიმშილობა დაიწყო


საქართველოს"კონსერვატიული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა გორის დროებითი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო , - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განაცხადა. ჩხარტიშვილი მოითხოვს კომპეტენტურმა ორგანოებმა სასწრაფოდ დაადგინონ და გამოაქვეყნონ ინფორმაცია 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკარგული ადამიანების ადგილსამყოფელის შესახებ. ლაშა ჩხარტიშვილი 5 ივნისს, პარლამენტთან აქციის გამართვის მცდელობისას დააკავეს და 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, შიმშილობა განაგრძობს ცნობილი ქართველი მსხიობი და „სახალხო კრების“ აქტივისტი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც 26 დემონსტრაციის დარბევის შემდეგ დააკავეს. მას შემდეგ ჯაჭვლიანმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოცხადა, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და იგი ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
XS
SM
MD
LG