Accessibility links

logo-print

ობამა ემხრობა ზეწოლის გაზრდას ლიბიის ლიდერზე, რათა იგი გადადგეს


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ის და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იზიარებენ აზრს, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი უნდა გადადგეს და რომ ამის მისაღწევად კადაფიზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ ობამამ განაცხადა მერკელთან ერთად ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. ლიბიიდან დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს თვითმფრინავებმა დაბომბეს კადაფის რეზიდენცია ტრიპოლიში. კადაფის განცხადებით, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა, ის უკან არასოდეს დაიხევს და ტრიპოლიში დარჩება „მკვდარი ან ცოცხალი“.
XS
SM
MD
LG