Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი 150 მლნ ევროს დაპირდა ფერმერებს, რომლებიც იკოლის ბაქტერიის გავრცელებამ დააზარალა


ევროკავშირი დღეს, სულ ცოტა, 150 მლნ ევროს დაპირდა ფერმერებს, რომლებიც ევროპაში იკოლის ბაქტერიის გავრცელებამ დააზარალა. ბოსტნეულის მწარმოებლები ბოლოხანს გაცილებით ნაკლებ პროდუქტს ყიდიან მომხმარებლებში გავრცელებული შიშის გამო. ამ შიშს იწვევს ეპიდემია, რომელმაც, სულ ცოტა, 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უმრავლესობა გერმანიაში. ლუქსემბურგში, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრთა საგანგებო შეხვედრაზე გამოსვლისას, ევროკომისარმა დაჩიან ჩოლოშმა განაცხადა, რომ, 150 მლნ ევროს გარდა, ფერმერებისათვის განკუთვნილი კომპენსაციისთვის დამატებით თანხებს შეაგროვებენ. გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ეპიდემიის წყარო უცნობი რჩება მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ გერმანიის ერთ-ერთი ფერმაში მოყვანილი საეჭვო ღივების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ ღივებით არ გავრცელებულა ადამიანის ჯანმრთელობისათვის მეტად სახიფათო იკოლის ბაქტერია.
XS
SM
MD
LG