Accessibility links

logo-print

შემოსავლების სამსახურმა დაიწყო შემოწმება "მედია-პალიტრის" ექვს სხვადასხვა შპს-ში


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 7 ივნისს "მედია-პალიტრის" ექვს სხვადასხვა შპს-ში დღეს შემოწმება დაიწყო. როგორც ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტები ობიექტებიდან იუწყებიან, გამომცემლობა "პალიტრა L", ქაღალდის და სტამბის საწყობები ამ დროისთვის დალუქულია. საგამომცემლო სახლი „მედია-პალიტრა“ 20 მდე ბეჭდურ ორგანოს გამოსცემს. მათ შორის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გაზეთ „კვირის პალიტრას“. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" 6 სხვადასხვა სტრუქტურაში შემოწმების დაწყება დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მხოლოდ გეგმიური საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობს და მათ ფუნქციონირებას პრობლემები არ შეექმნება. საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიები და მედია-მკვლევარები გამოეხმაურნენ „მედია-პალიტრის“ სხვადასხვა შეზღუდული პასიხსიმგებლობის საწარმოებში დაწყებულ შემოწმებას. ერთნი მოუწოდებენ შემოსავლების სამსახურს, რათა იმოქმედონ კანონის ფარგლებში და არ გადაამეტოს უფლებას. მეორე ნაწილმა კი დაგმო „მედია-პალიტრის“ საწარმოების არაგეგმიური შემოწმება, როგორც „ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფალის შეზღუდვის მორიგი მცდელობა.“
XS
SM
MD
LG