Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო შიდსზე მსოფლიო კონფერენციას ატარებს


გაერო დღეს მაღალი დონის შეხვედრას უძღვნის ”ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის”(აივ) გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ სტრატეგიას. ვირუსის აღმოჩენიდან 30 წელი გავიდა. დაახლოებით 34 მილიონი ადამიანია დღეს შიდსით დაავადებული. ყოველდღიურად დაახლოებით 7000 ადამიანი ინფიცირდება ვირუსით. დაავადებასთან საბრძოლველად მსოფლიო კამპანიისთვის 2009 წლიდან დაფინანსება 15,9 მილიარ დოლარამდე გაიზარდა. ბოლო გლობალური კონფერენცია აივ-შიდსზე გაერომ 2001 წელს ჩაატარა.
XS
SM
MD
LG