Accessibility links

logo-print

ნატო მსჯელობს ლიბიაში მიმდინარე სამხედრო კამპანიაზე


ნატოს თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში შეიკრიბნენ ლიბიაში მიმდინარე სამხედრო კამპანიაზე მოსალაპარაკებლად. ალიანსი ორი თვეა, ახორციელებს საჰაერო დარტყმებს ლიბიაში და თავის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ ოპერაციებში. გასულ კვირაში ნატომ გადაწყვიტა, კიდევ 90 დღით გააგრძელოს სამხედრო კამპანია, რომელიც დაშვებულია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, მუამარ კადაფის რეჟიმისაგან ლიბიელი სამოქალაქო პირების დასაცავად. დღესვე ბრიუსელში იმართება ნატოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა. იმსჯელებენ დასავლეთის გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას.
XS
SM
MD
LG