Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნები 26 აგვისტოს ჩატარდება


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს დანიშნა. სახალხო კრებამ არჩევნების თარიღი რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს დაამთხვია. ამ გადაწყვეტილების ერთხმად მიღებამდე, აფხაზმა დეპუტატებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი სერგეი ბაგაფშს, რომელიც 29 მაისს გარდაიცვალა. დღესვე დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა მოსახლეობას, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, წინასაარჩევნო პერიოდში გაწონასწორებულობა და ოპონენტებისადმი პატივისცემა გამოიჩინონ და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.
XS
SM
MD
LG