Accessibility links

ირანი გაასამმაგებს გამდიდრებული ურანის წარმოებას


ირანის ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელის, ფერეიდუნ აბასი დავანის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკა გაასამმაგებს გამდიდრებული ურანის წარმოებას მას შემდეგ, რაც ურანის გამდიდრების ცენტრს წელს ახალ ადგილას გადაიტანს ამჟამინდელი ნატანციდან. აბასი დავანის განმარტებით, 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის წარმოება თეირანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ფორდოში განახლდება. საფრანგეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა „პროვოკაცია“ უწოდა ამ გეგმას და ირანი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლის მრავალჯერ დარღვევაში. საერთაშორისო თანამეგობრშობამ 2009 წელს შეიტყო ფორდოს ობიექტის მშენებლობის შესახებ, რასაც ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების გამკაცრება მოჰყვა. წელს ირანმა გაეროს ატომურ უწყებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ობიექტი ფორდოში ზაფხულში ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG