Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს არ მოახდინონ მისი საქმიანობის პოლიტიზება


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ჰოლდინგ ”მედიაპალიტრის” შემოწმების პოლიტიზებისგან, შედეგებს დაელოდონ და შემოსავლების სამსახურს მისცენ კანონით განსაზღვრული პროცედურის განხორციელების საშუალება. სამსახურის განმარტებით, ინვენტარიზაცია მიმდინარეობს ჰოლდინგის ოთხ საწარმოში, რომელიც დაფუძნების დღიდან არ შემოწმებულა. ”გეგმიური სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაცია ხანმოკლე და მარტივი პროცედურაა, რომელიც ხელს არ უშლის საწარმოს ფუნქციონირებას”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. სამსახური აღნიშნავს, რომ ”მედიაპალიტრის” შემოწმება მიმდინარეობს კანონის ნორმების სრული დაცვით, ხელს არ უშლის ჰოლდინგის კუთვნილი რადიო ”პალიტრის,” გაზეთ ”კვირის პალიტრის” და სხვა მედიასაშუალებების მუშაობას და არ აფერხებს ინფორმაციის გავრცელებას.
XS
SM
MD
LG