Accessibility links

logo-print

გერმანიაში იკლებს იკოლით ინფიცირების შემთხვევები


გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ დანიელ ბარის განცხადებით, არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ უკან იხევს ბაქტერიული ეპიდემია, რომელმაც, სულ ცოტა, 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც ბარმა დღეს გერმანიის ტელევიზიაში განაცხადა, იკოლის ინფექციის ახალი შემთხვევები მართალია, კვლავაც ყოველ დღე აღირიცხება, მაგრამ მათი რიცხვი კლების გზაზეა. იკოლით ინფიცირების შედეგად სიკვდილის თითქმის ყველა შემთხვევა გერმანიაში დაფიქსირდა. ეპიდემია 2 მაისს დაიწყო, რის შემდეგაც, გერმანიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, ინფექციის წყაროს დადგენას ცდილობენ. ევროპაში ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერები მილიონობით ევროთი ზარალდებიან, რადგან მომხმარებელი თავს არიდებს ბოსტნეულს, რომლითაც, ვარაუდობენ, რომ იკოლის ბაქტერიები ვრცელდება.
XS
SM
MD
LG