Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა 210 მლნ ევრომდე გაუზარდა კომპენსაცია დაზარალებულ ფერმერებს


ევროკომისიამ 210 მლნ ევრომდე გაუზარდა შეთავაზებული კომპენსაცია ბოსტნეულის მწარმოებლებს, რომლებმაც ზარალი განიცადეს გერმანიაში იკოლის ბაქტერიის გავრცელების შედეგად. ახალი წინადადება შემუშავდა მას შემდეგ, რაც ესპანეთმა, საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა გააკრიტიკეს დახმარების მანამდე შეთავაზებული პაკეტი 150 მლნ ევროს მოცულობით. ბოსტნეულის მწარმოებლები კვირაში ასობით მილიონ ევროს კარგავენ იმის გამო, რომ მომხმარებელი თავს იკავებს ბოსტნეულის შეძენისაგან, იკოლის ბაქტერიით ინფიცირების შიშით. ამასთან, გერმანიის ჯანდაცვის მინიტრ დანიელ ბარის განცხადებით, იკოლით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი კლების გზაზეა. ეპიდემიამ, რომელიც 2 მაისს დაიწყო, 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თითქმის ყველასი - გერმანიაში.
XS
SM
MD
LG