Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვასილიოს N“-ის ქართულ ეკიპაჟს გემის გაყიდვის უფლება მიეცა


გემ ,,ვასილიოს N“-ის ეკიპაჟის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა, რაც 11 თვე გრძელდებოდა, დასასრულს უახლოვდება. როგორც რადიო „თავისუფლების“ ფოთელი კორესპონდენტი თეა აბსარიძე იტყობინება, მალტის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეკიპაჟის წევრებმა გემის გაყიდვის უფლება მოიპოვეს. სასამართლო პროცესი დღეს დილით შედგა. გემის მფლობელისა და ტვირთმფლობელის დავის გამო, საქართველოს დროშით მცურავი საშუალება ,,ვასილიოს N“-ი 11 თვის მანძილზე, ლიბიაში იყო დატყვევებული. გემის კაპიტანმა, მარტში, საომარი მოქმედებების გამძაფრებისას, მისრათის პორტიდან გაქცევა შეძლო. "ვასილიოს N"-ის მეზღვაურები სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან: „დაადგინეს, რომ გემის გაყიდვის უფლება უკვე გვაქვს და სამ კვირაში, 28 ივნისს, ჩატარდება აუქციონი და გემი გაიყიდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გემის კაპიტანმა ივერი ყურაშვილმა.
XS
SM
MD
LG