Accessibility links

დააკავეს „სახალხო კრების“ კიდევ ერთი აქტივისტი


სამართალდამცავებმა "სახალხო კრების" ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ჩიკვილაძე დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კრების პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ჩიკვილაძე გუშინ ავტობუსიდან ჩამოსვეს, მთელი დღე უმისამართოდ ატარეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით საღამოს ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს. "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო ამ ფაქტს ხელისუფლების მიერ ჩადენილ მორიგ სამარცხვინო ქმედებას უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოში ტერორი და უკანონო დაპატიმრებები გრძელდება; პოლიტიკური ნიშნით დაკავებულია ადამიანები, რომელთა რიცხვი უკვე რამდენიმე ასეულს შეადგენს. "სახალხო კრება" მოუწოდებს უფლებადამცველ ორგანიზაციებს და საერთაშორისო მისიებს, სასწრაფოდ მოახდინონ ქმედითი რეაგირება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ტერორზე და ადეკვატური შეფასება მისცენ ხელისუფლების ქმედებებს", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG