Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ყვარელში ახალ ტბას ჰპირდება


ყვარელში ახალი ტბა გაკეთდება, რომელიც მოსახლეობისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარტვილის რაიონში მთავრობის წევრებთან და რეგიონების გუბერნატორებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ამჟამად მოქმედი "ყვარლის ტბა" კერძო საკუთრებას წარმოადგენს და იქ მოსახლეობას არ უშვებენ, სამომავლოდ კი ტბა ყველასათვის იქნება.
XS
SM
MD
LG