Accessibility links

logo-print

სირიის ჯარები თავს იყრიან ამბოხებით მოცულ ჩრდილოეთ რეგიონებში


სირიელი აქტივისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ჩრდილოეთ სირიის რეგიონებში თავს იყრის ათასობით ჯარისკაცი, რომლებსაც ტანკებიც ახლავს. სირიის მთავრობას ნათქვამი აქვს, რომ აპირებს, „გადამჭრელ ზომებს“ მიმართოს მას შემდეგ, რაც ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ჯისრ ალ-შუღურში 120 ჯარისკაცი იქნა მოკლული, როგორც მთავრობა ირწმუნება, „შეიარაღებული პირების“ მიერ. ბოლო დღეებში ასობით ადგილობრივი მოსახლე გაიქცა მეზობელ თურქეთში, რეპრესიების შიშით. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინეს რეზოლუციის პროექტი, რომლითაც გმობენ რეპრესიებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ. რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს კონკრეტულ ზომებს ასადის რეჟიმის მიმართ.
XS
SM
MD
LG