Accessibility links

logo-print

რუსეთი და ევროკავშირი იმსჯელებენ ბოსტნეულის იმპორტის აკრძალვაზე


ევროკავშირიდან რუსეთში ბოსტნეულის იმპორტის აკრძალვა, სავარაუდოდ, მთავარი თემა იქნება რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე, რომელიც დღეს იწყება ვოლგისპირა ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში. რუსეთმა გასულ კვირაში აკრძალა ბოსტნეულის იმპორტი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, იქ ეკოლის ბაქტერიული ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით. ეპიდემიამ, სულ ცოტა, 24 ადამიანი შეიწირა, უმეტესწილად გერმანიაში. ევროკავშირი პროტესტს გამოთქვამს რუსეთში ბოსტნეულის იმპორტის აკრძალვის გამო, რომელიც, ბრიუსელის განცხადებით, არ ეფუძნება მეცნიერულად დასაბუთებულ შეფასებას და შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს. რუსეთი ამ ორგანიზაციაში შესვლისაკენ მიისწრაფვის. ორდღიანი სამიტის მონაწილეებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე.
XS
SM
MD
LG