Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მომხდარ შეტაკებაში 20-მდე ადამიანი დაიღუპა


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, რვა პაკისტანელი ჯარისკაცი და 10 თალიბი დაიღუპნენ შეტაკებაში, რომელიც ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ვაზირისტანის რეგიონში მოხდა. ეს რეგიონი ავღანეთს ესაზღვრება. ოფიციალური პირების ცნობით, რაკეტებითა და მძიმე შეიარაღებით აღჭურვილმა 100-ზე მეტმა ექსტრემისტმა დღეს დილას მოაწყო თავდასხმა უშიშროების ძალების ბლოკ-პოსტზე, რის შემდეგაც, საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, უშიშროების ძალებმა 12 ექსტრემისტი დახოცეს და ხუთი დაჭრეს.
XS
SM
MD
LG