Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანი აპირებს, რუსეთს გაუძვიროს რადარის სადგურით სარგებლობა


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, არაზ აზიმოვის განცხადებით, აზერბაიჯანს სურს, რომ მოსკოვმა გაზარდოს ანაზღაურება ქაბალის რადარის სადგურით სარგებლობისთვის, რის შესახებ ბაქოსთან კონტრაქტის ვადაც მომავალ წელს ამოიწურება. აზიმოვმა საინფორმაციო სააგენტო როიტერსთან საუბარში აღნიშნა, რომ ბაქო მზად არის, განიხილოს კონტრაქტის ვადის გაგრძელების საკითხი, მაგრამ მოსკოვს „მეტი ფულის გადახდა“ მოუწევს. ქაბალის რადარის სადგური მოსკოვს წელიწადში 10 მლნ დოლარი უჯდება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს არ უთქვამს, რამდენით უნდა გაიზარდოს ეს თანხა.
XS
SM
MD
LG