Accessibility links

logo-print

არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრმა ქალებმა საპროტესტო აქცია გამართეს


არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი ქალები თბილისში, 26 მაისს მომხდარი ძალადობის ჩამდენი პირების დასჯას მოითხოვენ. მათ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუკერძოებელი სპეციალისტების მონაწილეობით უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც, 26 მაისის შემდეგ დაკარგულთა მოძიებას და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას. ამ მოთხოვნებით საპროტესტო აქცია 14 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გაიმართება.
XS
SM
MD
LG