Accessibility links

logo-print

დევიდ პეტრეუსი მიესალმა საქართველოს გადაწყვეტილებას


ავღანეთში დამატებითი ქართული ბატალიონის გაგზავნაზე დღეს ბრიუსელში იმსჯელეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალმა დევიდ პეტრეუსმა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალი პეტრეუსი საქართველოს გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ავღანეთში დამატებითი ბატალიონის გაგზავნა იქნება მსოფლიო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი დიდი წვლილი და უნიკალური გამოცდილება ქართველი სამხედროებისთვის. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მეორე ქართული ბატალიონი ავღანეთში მომავალ წელს გაემგზავრება. გენერალ პეტრეუსთან შეხვედრამდე ახალაია ბრიუსელში დაესწრო ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას.
XS
SM
MD
LG