Accessibility links

logo-print

ჟენევიდან დაბრუნდა საქართველოს დელეგაცია


თბილისში დაბრუნდა საქართველოს დელეგაცია, რომელიც ჟენევაში მონაწილეობდა ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-16 რაუნდში. დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ რუსეთი ტერაქტების კამპანიას განაგრძობს, საქართველო შეუძლებლად მიიჩნევს მასთან უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის გაგრძელებას. ბოკერიას თქმით, მსგავსი დიალოგი შეუძლებელია მხარესთან, რომელიც ”პარალელურად ამფეთქებლებს გზავნის საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე.”
XS
SM
MD
LG