Accessibility links

logo-print

ინვენტარიზაცია დასრულებულია ”პალიტრა მედიის” 3 საწარმოში


ჰოლდინგ ”პალიტრა მედიის” 3 საწარმოში სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაცია დასრულებულია, - ამის შესახებ დღეს განაცხადა შემოსავლების სამსახურმა. მისივე ცნობით, ამჟამად ინვენტარიზაცია მიმდინარეობს და უმოკლეს დროში დასრულდება ჰოლდინგის გამომცემლობა "პალიტრა L"-ში, რომლის მუშაობას შემოწმება არ შეაფერხებს. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა ჰოლდინგს შეატყობინა, რომ ”პალიტრა მედიის” ექვსივე საწარმოს საგადასახადო შემოწმება დაახლოებით 10 დღეში დაიწყება. ჰოლდინგი ”პალიტრა მედია ” აერთიანებს რამდენიმე მედიასაშუალებას, პრესის გავრცელების სამსახურს, სტამბას, გამომცემლობას, წიგნების მაღაზიათა ქსელს და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორ კომპანიას. ჰოლდინგს სოლიდარობა გამოუცხადეს ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა. მათ ეჭვი გამოთქვეს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ”პალიტრა მედიის” შემოწმება ჰოლდინგის მედიასაშუალებების მიერ 26 მაისის მოვლენების ობიქტურად გაშუქებას უკავშირდება. თავად ”პალიტრა მედიამ” განაცხადა, რომ საგადასახადო რევიზიას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ერთდროულად 6 სხვადასხვა საწარმოში შემოწმების მოულოდნელად დაწყება ზეწოლის მცდელობის ეჭვს უქმნის.
XS
SM
MD
LG