Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელი მეამბოხეები მილიარდ სამას მილიონ დოლარს მიიღებენ


ლიბიის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც დასავლეთისა და არაბული სახელმწიფოების წარმომადგენლებს აერთიანებს, ლიბიელ მეამბოხეებს მილიარდ სამას მილიონ დოლარს დაპირდა შეხვედრაზე, რომელზეც ამ ქვეყნის მომავლის შესახებ მსჯელობენ. ჯგუფის წევრები მუამარ კადაფის გადადგომას ემხრობიან. ლიბიის საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს შორის არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ისევე როგორც კატარის, ქუვეითისა და იორდანიის წარმომადგენლები.
ავსტრალიამ და აშშ-მა აღიარეს გარდამავალი ეროვნული საბჭო ლიბიელი ხალხის კანონიერ წარმომადგენლად, რითაც ორგანოს მეტად დაფინანსების ზღუდეები მოისხნა.
შეხვედრა მოჰყვა ამ კვირაში ნატოს მიერ ტრიპოლის რამდენჯერმე დაბომბვას. ალიანსის საჰაერო იერიშების მიზანია კადაფის რეჟიმის დასუსტება, რათა ბოლო მოეღოს სამოქალაქო პირებსა და მეამბოხეებზე კადაფის ჯარების იერიშებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნატომ ოთხშაბათს ღამით განაახლა ტრიპოლის დაბომბვა.
XS
SM
MD
LG