Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდაველი კომუნისტები პროტესტს გამოთქვამენ არჩევნების გაყალბების გამო


მოლდავეთში კომუნისტური პარტიის ასობით მომხრემ მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში 5 ივნისის ადგილობრივი არჩევნების, მათი შეფასებით, გაყალბების გამო პროტესტის გამოსათქმელად. დემონსტრანტები მოლდავეთის პარლამენტთან შეიკრიბნენ და მთავრობისა და ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. კენჭისყრის უცხოელი მეთვალყურეების შეფასებით, ადგილობრივი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. დღევანდელი დემონსტრაციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ მთავრობამ და საარჩევნო კომისიამ კენჭისყრა გააყალბეს, პირველ რიგში, დედაქალაქში, სადაც ამჟამინდელი მერი, დორინ კირტოაკა არჩევნების მეორე, 19 ივნისისთვის დანიშნულ ტურში დაუპირისპირდება კომუნისტ კანდიდატს. ჩირტოაკა ევროპული ორიენტაციის ლიბერალური პარტიის წარმომადგენელია.
XS
SM
MD
LG