Accessibility links

logo-print

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა


აშშ-მა ახალი სანქციები დააწესა ირანის სამი ორგანიზაციის და ერთი კერძო პირის მიმართ, ადამიანის უფლებების დარღვევაში მათი მონაწილეობის გამო. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება ირანის ელიტურ გვარდიას - ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს, ნახევრად სამხედრო პოლიცია „ბასიჯის“ და პოლიციას, ასევე მის ხელმძღვანელს, ისმაილ აჰმადი მოჰამადს. აშშ-ში მათი კაპიტალის გაყინვა მოხდება და აშშ-ის ფირმებს და მოქალაქეებს აეკრძალებათ მათთან საქმის დაჭერა.
XS
SM
MD
LG