Accessibility links

კლინტომა სირიას მოუწოდა, არ იხმაროს ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კოლინტონმა, მოუწოდა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს, თავი შეიკავოს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. ლიბიის საკონტაქტო საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრაზე გამოსვლისას, კლინტონმა თქვა, რომ ასადი ვერ შეაჩერებს ცვლილებებს, რომლებიც სირიის ხალხს სურს. ამავე შეხვედრაზე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალენ ჟუპემ სირიის რეჟიმი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ხოცვაში დაადანაშაულა. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ნევი პილეიმ მოუწოდა სირიის ხელისუფლებას, ხალხის მიმართ ძალადობა შეწყვიტოს და შეუშვას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის საგამოძიებო კომისია. პილეიმ მეზობელ ქვეყნებს მოუწოდა, გაუხსნან გზა სირიელ ლტოლვილებს.
XS
SM
MD
LG