Accessibility links

logo-print

გერმანიაში დაადგინეს იკოლის ბაქტერიის წყარო


გერმანიაში დაადგინეს იკოლის ბაქტერიის წყარო: ეს არის ბოსტნეულის ღივები, რომლებითაც ბაქტერია გავრცელდა და სულ ცოტა, 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ იკოლის ინფექცია გამოიწვია ლობიოს, ან მუხუდოს ღივებმა. ინფიცირების პირველი შემთხვევები 2 მაისს დაფიქსირდა, რის შემდეგაც დაავადებულების რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა, ძირითადად გერმანიაში. ბოლოხანს ინფიცირების შემთხვევები კლების გზაზეა.
XS
SM
MD
LG