Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაიწყო ოპერაცია ქალაქ ჯისრ ალ-შუღურის „გასათავისუფლებლად“


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, სამხედრო ძალებმა დაიწყეს ოპერაცია ქალაქ ჯისრ ალ-შუღურის „გასათავისუფლებლად“. ეს ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ტანკები და ჯარისკაცები შეიკრიბნენ ჯისრ ალ-შუღურთან, სადაც, მთავრობის განცხადებით, უშიშროების სამსახურის 120-ზე მეტი თანამშრომელი მოკლეს ამ კვირაში. დამასკი მათ დახოცვაში ადანაშაულებს შეიარაღებულ ჯგუფებს, მაშინ როცა ვრცელდება ცნობები თვით უშიშროების ძალებში ამბოხების თაობაზე. სამხედრო ოპერაციის შიშით, რეგიონის 2400-ზე მეტმა მოსახლემ მიაშურა თურქეთს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელიც აქამდე თავს იკავებდა სირიის რეჟიმის კრიტიკისაგან, ხუთშაბათს სატელევიზიო ინტერვიუში „ველურობა“ უწოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებს.
XS
SM
MD
LG