Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაადგინეს იკოლის ბაქტერიის წყარო


იკოლის ბაქტერია
იკოლის ბაქტერია
გერმანიაში დაადგინეს იკოლის ბაქტერიის წყარო: ეს არის ბოსტნეულის ღივები, რომლებითაც ბაქტერია გავრცელდა და სულ ცოტა, 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ იკოლის ინფექცია გამოიწვია ლობიოს, ან მუხუდოს ღივებმა. ინფიცირების პირველი შემთხვევები 2 მაისს დაფიქსირდა, რის შემდეგაც დაავადებულების რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა, ძირითადად გერმანიაში. ბოლო ხანს ინფიცირების შემთხვევები კლების გზაზეა.
XS
SM
MD
LG