Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტი მშვიდობისაკენ მოუწოდებს თანამემამულეებს


ყირგიზეთის პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა მშვიდობისაკენ მოწოდებით გამოვიდა ქვეყანაში, რომელშიც სისხლისმღვრელი ეთნიკური დაპირისპირების პირველ წლისთავს აღნიშნავენ. ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაპირისპირებამ, რომელმაც გასული წლის 10 ივნისს იფეთქა, 470 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოტუნბაევამ დღეს ქალაქ ოშში - ეთნიკური დაპირისპირების ეპიცენტრში - გახსნა მონუმენტი „დედის ცრემლები“ და ხალხს მოუწოდა, თავი შეიკავოს ურთიერთბრალდებებისაგან. „საუკუნეებია, ერთად ვცხოვრობთ და მომავალშიც ერთად ვიცხოვრებთ. ჩვენ ერთიანი ერი ვართ. ერთად ვართ ჭირშიც და ლხინშიც. უნდა გავთავისუფლდეთ რისხვისაგან და მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ჰარმონიას ალტერნატივა არა აქვს. ბედნიერება მოდის, როცა ჰარმონიაა“. მონუმენტი, რომელიც ოტუნბაევამ ოშში გახსნა, გამოსახავს ორ, უზბეკ და ყირგიზ ქალს. ისინი ერთმანეთს ეხვევიან და ტირიან.
XS
SM
MD
LG