Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი თანახმაა, განაახლოს ევროკავშირიდან ბოსტნეულის იმპორტი


რუსეთი თანახმაა, გააუქმოს აკრძალვა, რომელიც ევროკავშირიდან ბოსტნეულის იმპორტზე დააწესა, თუ მიიღებს გარანტიას, რომ ბოსტნეული სახიფათო არ არის. ამის შესახებ რუსეთისა და ევროკავშირის ლიდერებმა გამოაცხადეს ვოლგისპირა ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში დღეს გამართული მოლაპარაკების შემდეგ. რუსეთმა გასულ კვირაში აკრძალა ბოსტნეულის იმპორტი ბაქტერიული ეპიდემიის გამო, რომელმაც, სულ ცოტა, 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ევროპაში, უმეტესწილად გერმანიაში. ევროკავშირმა ამ ზომას „შეუსაბამო“ უწოდა. ნათელი არ არის, როდის განახლდება იმპორტი. ნიჟნი ნოვგოროდი რუსეთ-ევროკავშირის ორდღიან სამიტს მასპინძლობს.
XS
SM
MD
LG