Accessibility links

logo-print

გეიტსი სკეპტიკურად აფასებს ნატოს მომავალს


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსის ვარაუდით, ევროპასთან შეერთებული შტატების სამხედრო ალიანსს „გაურკვეველი“ და შესაძლოა, „პირქუში“ მომავალი აქვს. ბრიუსელში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების კვლევის ინსტიტუტში გამოსვლისას, გეიტსმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ნატოს პერსპექტივა შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნებში არასაკმარისი პოლიტიკური ნებისა და სამხედრო ხარჯების შემცირების გამო. გეიტსმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ლიბიის კამპანიაში ალიანსის 28 წევრიდან მხოლოდ ნახევარი მონაწილეობს. მისი აზრით, შეზღუდულმა რესურსებმა და არასაკმარისმა ნებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ლიბიაში ალიანსის სამხედრო კამპანიას.
XS
SM
MD
LG