Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვმო-ში გაწევრიანების პროცესში რუსეთს ევროპის იმედი აქვს


რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ნიჟნი ნოვგოროდში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მოსკოვს ევროპელი კოლეგების მხარდაჭერის იმედი აქვს. დმიტრი მედვედევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ყველა აუცილებელი მოთხოვნა შეასრულა, ორგანიზაციაში მისი გაწევრიანების პროცესი კვლავ ჭიანურდება. ამავე პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესაძლოა, წლის ბოლომდე გაწევრიანდეს.
XS
SM
MD
LG