Accessibility links

logo-print

რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდება ივნისის ბოლოს


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად საქართველოსთან მოლაპარაკება ივნისის ბოლოს გაგრძელდება - ამის შესახებ მოსკოვის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა ნიჟნი ნოვგოროდში, სადაც რუსეთ-ევროკავშირის სამიტი დასრულდა. მედვედკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული მოუგვარებელი საკითხები გადაწყდება. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ, მოსკოვი და თბილისი შვეიცარიის შუამავლობით აწარმოებენ. მოლაპარაკების მესამე რაუნდი, რომელიც ივნისის დასაწყისში უნდა გამართულიყო, ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ შვეიცარიის თხოვნით გადაიდო.
XS
SM
MD
LG