Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს უნდა დასრულდეს ”პალიტრა მედიის” ინვენტარიზაცია


ჰოლდინგ ”პალიტრა მედიის” გამომცემლობის მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია შემოსავლების სამსახურმა დღეს უნდა დაასრულოს. მანამდე მსგავსი პროცედურა ჩატარდა ჰოლდინგის სამ სხვა საწარმოში. ამასთან, ”მედია პალიტრა” შემოსავლების სამსახურისგან უკვე ინფორმირებულია, რომ უახლოეს ხანში დაიწყება ჰოლდინგის საგადასახადო შემოწმება. ”პალიტრა მედიაში” არსებული ვითარებით დაინტერესდა აშშ-ის საელჩო, რომლის წარმომადგენელი ერიკ ჰოლმგრენი დღეს შეხვდა ჰოლდინგის ხელმძღვანელებს. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, ჰოლმგრენმა დაათვალიერა რედაქციები და მათ მუშაობას გაეცნო. უახლოეს დღეებში ”პალიტრა მედიაში” ელიან აშშ-ის საელჩოს სხვა წარმომადგენლებსაც.
XS
SM
MD
LG